ღაზას სექტორი

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 3 ადამიანი

AFP

ღაზას სექტორის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შემდეგ ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით საჰაერო დარტყმებმა მიზანში 140 სტრატეგიული ადგილი ამოიღო, მათ შორის იარაღის დამზადებისა და შენახვისათვის განკუთვნილი დაწესებულებები.

ამავე განცხადების მიხედვით ღაზას სექტორიდან 150 რაკეტა გაისროლეს.

ჰამასის სამხედრო ფრთა ადასტურებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები მათ გაისროლეს.

ისრაელის მედიის მიხედვით დაშავდა ისრაელის რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მსხვერპლი არ არის.

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 პალესტინელი: ორსული ქალი, მისი ერთი წლის ქალიშვილი და ჰამასის ერთი მებრძოლი.

ახლო აღმოსაველთში გაეროს დესპანმა, ნიკოლაი მლადენოვმა ჰამასის ქმედება დაგმო და ორივე მხარეს მოუწოდა თავიდან აირიდონ სიტუაციის ესკალაცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰამასის წარმომადგენლები ღაზას სექტორში ეგვიპტისა და გაეროს მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავდნენ.

კომენტარები