ჰოლივუდი

ბრედ პიტი ჯოლის ბრალდებას, რომ ის შვილებს ფინანსურად არ ეხმარება, სიცრუეს უწოდებს

ბრედ პიტი ყოფილი ცოლის, ანჯელინა ჯოლის ბრალდებებს ეხმიანება და განმარტავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის შვილებს ფინანსურად არ ეხმარება სიცრუეა. ამის შესახებ BBC წერს

8 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე ვარსკვლავის უფლებადამცველთა გუნდმა თქვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ალიმენტის სახით, პიტმა 1.3 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. ჯოლის კი $8 მილიონი დოლარი სახლის შესაძენად ასესხა. 

7 აგვისტოს ანჯელინა ჯოლის ადვოკატმა განმარტა, რომ პიტს 2016 წლის განშორების შემდეგ ბავშვებისთვის საჭირო დახმარება არ აღმოუჩენია. 

ჯოლის თქმით, მათი დაშორების შემდგომ, ბრედ პიტს რაიმე მნიშვნელოვანი დახმარება არ აღმოუჩენია მათი 6 შვილისთვის. ამის გამო, ანჯელინამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ალიმენტის დაკისრება, ასევე იმ თანხის გადახდაც, რაც ბრედ პიტს სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ უნდა გაეღო.

ანჯელინა და ბრედი ერთად 2005 წლიდან იყვნენ. ისინი 2014წელს დაქორწინდნენ, ხოლო ორი წლის შემდეგ განქორწინებაზე შეიტანეს საბუთები.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესი უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება, რადგან მხარეებმა ვერ გაინაწილეს ბავშვებზე მეურვეობა.

ჯოლის მთავარი მიზანი შვილებზე სრული მეურვეობის მოპოვება იყო, რაც თითქმის გამოუვიდა, თუმცა ბოლო მომენტში მოსამართლე პიტის მხარეს აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მამის მონაწილეობა მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრებაში.

კომენტარები