უიტნი ჰიუსტონი

დღეს ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის დაბადების დღეა

0 კომენტარი

დღეს ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის დაბადების დღეა. 

ჰიუსტონი 1963 წელს ნიუჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა. მან მუსიკალური კარიერა 11 წლიდან დაიწყო. 

ფოტო: people.com

უიტნი 1985 წელს ხმის ჩამწერ "arista records" -თან 2 წლიან ხელშეკრულება გააფორმა და მისი პირველი ალბომიც გამოდის, რომლის 13 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

  • უიტნის პირველი გრემი, სიმღერამ „saving all my love for you"-მა მოუტანა.
  • 1987 წელს მან მეორე ალბომი "whitney" გამოუშვა რომელმაც ჰიტ-აღლუმები დაიპყრო.
  • უიტნი ერთადერთი შემსრულებელია, რომლის ზედიზედ შვიდი სინგლი „ბილბორდში“ ნომერ პირველ პოზიციაზე მოხვდა.
  • ის პირველი შავკანიანი მუსიკოსი იყო, რომლის კლიპებიც MTV-ზე მოხვდა. 
  • პოპ ვარსკვლავმა 35- წლიანი კარიერის განმავლობაში, 400-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

რეკორდების წიგნში ჰიუსტონი შევიდა, როგორც გრემის 6-ჯერ, ემის ორჯერ, პრემია Billboard-ის 30-ჯერ, Music Awards-ის 22-ჯერ მფლობელი. მისი ალბომები მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი გაიყიდა.

უიტნის საკულტო კომპოზიცია I Will Always Love You, რომელიც პირველად მიკ ჯეკსონის ფილმში "პირადი მცველი" გაჟღერდა, მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად სინგლად რჩება.

უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 11 თებერვალს ბევერლი ჰილზიში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ მომღერლის გაგუდვა გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები