MeToo კამპანია

ლინდსი ლოჰანი: როდესაც ქალები სექსუალური შევიწროების ამბებს ყვებიან, სუსტები ჩანან

Getty Images

ამერიკელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა #Metoo კამპანიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალები სუსტები ჩანან როდესაც ამ თემებზე საუბრობენ.

"მე შემძულდება ჩემი თავი ამის თქმი გამო, მაგრამ როდესაც ქალები ამ ყველაფერზე [#Metoo კამპანია] საუბრობენ, ეს მათ სუსტებად აჩენს, ამ დროს კი ისინი ძლიერი ქალები არიან", - თქვა ლინდსი ლოჰანმა.

მსახიობისვე თქმით, ის არასდროს გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

"მე მართლა არაფერი მაქვს სათქმელი. ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაშიც არ მიცხოვრია, კარგით? მე მხარს ვუჭერ ქალებს, ყველა თავისი გამოცდილებებით და თავისი გზით ცხოვრობს. თუ ეს [სექსუალური შევიწროება] ხდება რაღაც მომენტში, შენ ამ ფაქტს იმ მომენტშივე განიხილავ. ამ ყველაფრის შესახებ პოლიციას უნდა აცნობო და ეს დიდ ამბად აქციო. ჩვენ გვყავს გოგოები, რომლებიც გამოვიდნენ, რომლებმაც საერთოდ არ იცინ ვინ არიან, რომლებიც ამას ყურადღებისთვის აკეთებენ", - თქვა ლინდსი ლოჰანმა.

ლოჰანმა ყოფილ შეყვარებულზეც ისაუბრა.

"მე ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ზღვის სანაპიროზე ჩხუბი მქონდა. რა გავაკეთე მე? არაფერი. წამოვედი სანაპიროდან, საუკეთესო შურისძიება წარმატებაა, ასე არ არის? მქონდა მომენტი ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ მჭირდება იმ ადამიანზე დარდი, ვინც მე ტკივილს მაყენებს, არ მინდა ვიცხოვრო შიშში. როდესაც ქალი ამჟღავნებს რომ ეშინია, ეს ჩვენ უუნაროებად წარმოგვაჩენს", - თქვა ლინსი ლოჰანმა.

კამპანია #MeToo მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ქალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ და ჰაშთაგით MeToo-ს წერდნენ. 

 

კომენტარები