აშშ

დონალდ ტრამპის სიდედრმა და სიმამრმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღეს

0 კომენტარი
ამალია და ვიქტორ კნავსები ფოტო: AFP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიდედრ-სიმამარმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღეს. მელანია ტრამპის სლოვენიელმა მშობლებმა ვიქტორ და ამალია კნაუსებმა 9 აგვისტოს, მანჰეტენზე გამართულ ცერემონიალზე მოქალაქეობის ფიცი დადეს.

BBC-ის ინფორმაციით, მელანია ტრამპის მშობლები 5 წლის მანძილზე მწვანე ბარათის პროგრამით ცხოვრობდნენ შტატებში, რაც, როგორც მათი ადვოკატი იუწყება, საკმარისი პირობაა მოქალაქეობის მისაღებად.

დონალდ ტამპი წინასაარჩევნო პერიოდიდან ეწინააღმდეგებოდა ე.წ "ჯაჭვური პრინციპით" შტატების მოქალაქეობის მიღებას. წინასაარჩევნო და შემგომ პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის პოზიცია აშშ-ის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით იგივე იყო - იგი აკრიტიკებდა ნათესაური კავშირის მეშვეობით მოქალაქეობის მიღებას.

"ჯაჭვური მიგრაცია უნდა დასრულდეს! ზოგიერთი ჩამოდის ქვეყანაში და თან მოჰყავს ოჯახის ყველა წევრი, რომლებიც შეიძლება ბოროტები იყვნენ. ეს მიუღებელია!" - წერდა ტრამპი ტვიტერზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები