აშშ

აშშ-ში პირველად, წამყვანს საინფორმაციო გამოშვება თავსაბურავით მიჰყავს

აშშ-ში, ტაჰერა რამანი პირველი ტელეწამყვანია, რომელსაც საინფორმაციო გამოშვება თავსაბურავით მიჰყავს. ამის შესახებ dailysabah წერს. 

27 წლის ტაჰერა WHBF-TV-ში მუშაობს. ეს ტელევიზია CBS-ის შვილობილი კომპანიაა. 

რამანმა ჟურნალისტის განათლება ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტში მიიღო.

გოგონა ჰყვება, რომ უნივერსიტეტში და სამსახურში მას ურჩევდნენ მოეხსნა თავსაბურავი, რადგან კარიერულ წინსვლაში შეუშლიდა ხელს. ბევრჯერ შეექმნა პრობლემები ამის გამო თუმცა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა მუსლიმური ტრადიციის დარღვევა არ ისურვა.

ინდოელი და პაკისტანელი ემიგრანტების ქალიშვილმა არაერთი დაბრკოლება გადალახა, დაუღალავი შრომით საწადელს მაინც მიაღწია და პირველი ტელეწამყვანიც გახდა ამერიკაში, რომელსაც საინფორმაციო გამოშვება თავსაბურავით მიჰყავს.

კომენტარები