ლარის კურსი

ლარი დოლართან 10 თეთრით გაუფასურდა - ერთი დოლარი 2.57 ლარი ღირს

0 კომენტარი

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი მკვეთრი ტემპებით უფასურდება, ამ დროისთვის  ერთი დოლარი 2.57 ლარი ღირს, ეს ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსს 10 თეთრით აღემატება. ეს ერთ დღეში მომხდარი ყველაზე დიდი გაუფასურებაა. სავალუტო ჯიხურებში კურსი ამაზე მაღალია, ხშირ შემთხვევაში კურსი 2.60-საც აჭარბებს. 17:00-დან ეს გაუფასურება ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება. 

დღესვე ახალ ისტორიულ მინიმუმზე დაეცა თურქული ლირას ღირებულება. სავარაუდოდ, ეს გაუფასურებაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეკონომიკის შესახებ გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება. 

ერთი დოლარი 5.95 თურქული ლირა ღირს, რაც ორშაბათს არსებულ კურსს 20%-ით აღემატება.

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. აშშ-სა თურქეთს შორის დაძაბულობას ამერიკის მიერ თურქულ პროდუქციაზე სავაჭრო ბარიერების დაწესებაც ზრდის. 

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და რეგიონის ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად ლირას გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია. ლირასთან ერთად გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმაც.

თუ შევხედავთ 1995 წლიდან დღემდე თურქული ლირისა და ლარის გაცვლით კურსებს, ვნახავთ რომ ლარის და ლირას კურსებს შორის დადებითი კორელაცია არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები