საპენსიო რეფორმა

პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 ივლისს მიიღო. 

კანონი ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმას გულისხმობს, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

დღესვე მთავრობამ ვაკანსია გამოაცხადა, რომლითაც ის სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს ეძებს. თავმჯდომარე წელიწადში ხელფასის სახით 180 000 ლარს მიიღებს. 

სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მთლიანი ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება სპეციალურ სახელმწიფო საპენსიო ფონდში. ეს ფონდი მოქალაქეთა მიერ დაზოგილ თანხას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში დააბანდებს და მას საპროცენტო სარგებელსაც დაარიცხავს. ამ ფულს მოსახლეობა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) მიიღებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

კერძოდ:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

თუ პირის შემოსავალი წელიწადში 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო მისი საშემოსავლო გადასახადიდან საპენსიო ფონდში კონტრიბუციას არ მოახდენს. 

დეტალურად წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლ მაკარტნი Carpool Karaoke-ში სტუმრად [video]

კომენტარები