ბასიანი

ორაშვილი: არასოდეს გაპატიებთ, ვინც ჩემთვის წმინდა მუზარადი ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვით

დათო აბზიანიძე

"არასოდეს გაპატიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოცხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი." - BASSIANI-ის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი კლუბის რეზიდენტების მოსკოვში გამგზაავრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გუშინ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში დაუკრავდნენ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სადაც ბასიანის ლოგო "მუზარადი" პუტინს ახურავს.

"დიდი მადლობა. პრიტონის დედოფალს, შხამიან ასპიტს, შავ ბარონესას, ნარკო-ბარიგას, ნაც-ქოცს, სუსის და შსს-ს აგენტს - მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი და პუტინის მონაც შეემატა.

ჯერ კიდევ დაუჯერებელია ჩემთვის რაც ხდება. ნუთუ ასე არ გწამთ და არ ენდობით ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გააქროთ ყველაფერი და მოკლათ ადამიანების გულები.

უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ამ ისტერიის ფონზე ჩვენს ერთგულებაში ეჭვი არ შეგპარვიათ.

სხვა ვერაფერს ვიტყვი.

სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილს და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპატიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი." - წერს ორაშვილი.

ინფორმაცია, რომ კლუბ ბასიანის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავდნენ, გუშინ გავრცელდა. დღეს კი ბასიანმა მოსკოვში დაგეგმილი გასვლა, მსმენელის პროსტესტის შემდეგ გააუქმა

კომენტარები