მაშველები

ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი დახრჩობას გადაარჩინეს [video]

ქობულეთში მაშველებმა 16 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან ძლიერი ტალღების გამო ვერ ახერხებდა გამოსვლას. ამჟამად ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. მათი ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

კომენტარები