ფეხბურთის მატჩი

ავსტრიაში, ფეხბურთის მატჩზე მსაჯს თავი გაუტეხეს (ვიდეო)

0 კომენტარი
ფოტო: youtube

ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "შტურმისა" და „აეკ ლარნაკას“ მატჩზე მსაჯს თავი გაუტეხეს.

შეხვედრის 78-ე წუთზე გვერდით მსაჯ ფრედერიკ კლუივერს ტრიბუნიდან ნასროლი შუშის ბოთლი თავში მოხვდა. მატჩი 40 წუთით შეჩერდა. 

დაზარალებულს, რომელსაც თავი გაუტყდა და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, აუცილებელი სამედიცინო დახმარება იქვე გაუწიეს. საბოლოოდ შვედმა მსაჯმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა.

გუნდებს მოედნის დატოვება მოუწიათ. უეფა-ს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის გაგრძელება გადაწყდა.

გულშემატკივარმა, რომელმაც კლიუვერს ბოთლი ესროლა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მალევე ამოიცნო და დააკავა. 

"შტურმის" ხელმძღვალენობამ მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და გულშემატკივრის საქციელი დაგმო.

შეხვედრა „აეკ ლარნაკამ" 2:0 მოიგო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები