გირჩი

ზურაბ ჯაფარიძის სახელში გირჩის ჩამატება არჩევნებამდე შესაძლოა ვერ მოესწროს

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ იუსტიციის სახლში სახელის შეცვლის განცხადება შეიტანა. 

"გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა Zurab Japaridze-მ შეიტანა განცხადება იუსტიციის სახლში სახელის 'ზურაბ გირჩი ჯაფარიძე’-დ გადაკეთების თაობაზე, რათა შესრულდეს ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირება და საარჩევნო ბიულეტენში ეწეროს "გირჩი". 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გამოიჩინეთ საღი აზრი", - წერია გირჩის ფეისბუქ-გვერდზე

ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ თქვა, რომ ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის კანდიდატად პარტია გირჩის სახელით დარეგისტრირდეს, სახელს შეიცვლის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდება. 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული. კანდიდატის რეგისტრაცია ცესკოში უნდა მოხდეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

სახელის შეცვლას კი, სულ მცირე, 60 დღე სჭირდება. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 

მუხლი 69. განცხადების განხილვის ვადა

 1. პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სათანადო განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.

2. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურების გაწევა დაუშვებელია.

კანონის ეს ნორმა ეს იუსტიციის სახლის საიტზეც არის მითითებული

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა სუბელიანი

კომენტარები