თავდაცვის სამინისტრო

ჯარისკაცი, რომელმაც რიონში გადამხტარი კაცი გადაარჩინა, მინისტრმა დააჯილდოვა

მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძე, რომელმაც რიონში ჩავარდნილი კაცი მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გმირული საქციელისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. 

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი წითელი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დაეხმარა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.

კომენტარები