პროსტიტუციისთვის ადგილის გაცემის ფაქტი

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, ბათუმში 12 პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეები დროებით მფლობელობაში არსებულ მასაჟის სალონებში გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად ფართს უთმობდნენ",- წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლის მე-3  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები