სიეტლის აეროპორტის თანამშრომელმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა

აშშ-ში, სიეტლის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ამის შესახებ BBC წერს. 

სიეტლის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტის 29 წლის თანამშრომელმა კაცმა, ის თვითმფრინავი გაიტაცა, რომელშიც მგზავრები არ იყვნენ.

თვითმფრინავის არასანქცირებული აფრენის შემდეგ, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გატაცებული თვითმფრინავის შესაჩერებლად ორი ავიაგამანადგურებელი გაუშვეს.

საბოლოოდ ის აეროპორტიდან 65 კილომეტრის დაშორებით, სამხედრო კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა. უცნობია გატაცების მიზეზი, პილოტის ვინაობა და ისიც გადარჩა თუ არა ის.

თვითმფრინავი Horizon Air Q400 კომპანია Horizon-ის პარტნიორ Alaska Airlines-ს ეკუთვნოდა. 

 

კომენტარები