მაშველები

მაშველებმა დღეს, 19 წლის გოგო და 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს (ვიდეო)

გრიგოლეთში მაშველებმა 19 წლის გოგონა გადაარჩინეს. ის ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ურეკში კი მაშველებმა, სომხეთის მოქალაქე, 9 წლის გევორქი გადაარჩინეს. ის ზღვაში, 50 მეტრის სიღრმეში  შევიდა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმია მოსალოდნელი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

კომენტარები