ესპანეთი

ესპანეთში, კაცმა ჩვილი შვილიშვილი მანქანაში დატოვა და დაავიწყდა

0 კომენტარი

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ მანაკორში ბაბუამ 10 თვის ბავშვი ავტომობილში დატოვა. ამის შესახებ Independent წერს.

კაცს მხოლოდ 8 საათის შემდეგ გაახსენდა ჩვილი. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, კაცი დილით ყავის დასალევად გავიდა კაფეში. უცნობია, სად წავიდა ის კაფედან, თუმცა როცა უკან დაბრუნდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

ორგანიზაცია Kids and Cars-ის მიხედვით, ყოველწლიურად, საშუალოდ, 37 ბავშვი ზაფხულში, ცხელ ამინდში ავტომობილში დატოვების გამო იღუპება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები