არეტა ფრანკლინი

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი მძიმედ ავად არის

ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი მძიმედ ავად არის.

Showbiz 411-ის ინფორმაციით მომღერალი დეტროიტშია მის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, მისი მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. პირველად არეტა ფრანკილინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაცია ცხრა თვის წინ გავრცელდა.

არეტა ფრანკლინი 2011 წლის შემდეგ კიბოს ებრძვის, მან ბოლო კონცერტი 2017 წელს გამართა, მას შემდეგ კი ექიმებმა ურჩიეს რომ სიმღერისგან დაესვანა.

"მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობასა და საქმიანობაზე ბევრს საუბრობს. ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც ყველაფერზე შეუძლია საუბარი თუ ხალხი მას უსმენს. მე ასეთი არ ვარ, ეს არეტა არ არის", - თქვა მომღერალმა 2011 წელს ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით, არეტა ფრანკლინის ოჯახის წევრები მომღერლის გარდაცვალებისთვის ემზადებიან და ხალხს თხოვენ, რომ მათი პირადი სივრცე არ დაარღვიონ.

კომენტარები