ზღვის ბიოლოგია

ცელნამგალა ვეშაპმა თავისი მკვდარი ჩვილი 17 დღის შემდეგ მიატოვა

0 კომენტარი
დედა ვეშაპი J35 ახალშობილის სიკვდილიდან 24 საათიის შემდეგ ფოტო: www.whaleresearch.com

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ცელნამგალა ვეშაპები თავიანთ მკვდარ ნაშიერებს დღეების განმავლობაში თან დაატარებენ. თუმცა, დედა ვეშაპმა, რომელსაც J35 ჰქვია, რეკორდი დაამყარა. ის თავისი ახალშობილის გვამით 17 დღის განმავლობაში მოგზაურობდა და მასთან ერთად 1600 კილომეტრი დაფარა. ვეშაპმა მისი ტარება დღეს შეწყვიტა, ახალშობილის გვამი სელიშის ზღვაში ჩაიძირა. 

"მისი გლოვის მოგზაურობა მორჩა და ახლა ის საოცრად მხნედ გამოიყურება" - განაცხადა ვაშინგტონის ვეშაპების კვლევის ცენტრმა. 

"სოციალური ტვინის" ჰიპოთეზის თანახმად, ინტელექტი განვითარდა, როგორც ვრცელ სოციალურ ჯგუფში ცხოვრებასთან ადაპტაციის საშუალება. არაერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს პროცესი, რომელსაც ენცეფალიზაცია ეწოდება, წყლის ბინადარ ძუძუმწოვრებს ისევე შეეხება, როგორც პრიმატებს. ამას ადასტურებს ცელნამგალა ვეშაპების სოციალური ცხოვრების სირთულე. ისინი ერთმანეთს სახელის აღმნიშვნელი სპეციფიკური სიგნალებით მიმართავენ, თამაშობენ და აქვთ დიალექტები. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები