ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარის ღირებულება 2.60-მდე ავიდა

ტაბულა

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დოლარის ღირებულებამ 2.60-ს მიაღწია. ეს ოფიციალური კურსი არაა, ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს დაახლოებით 17:00-ზე გამოაქვეყნებს. პარასკევს გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.53 ლარი ღირს. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ეს გაუფასურება უმეტესად თურქული ლირას რეკორდულ ვარდნას უკავშირდება. ამ დროისთვის თურქული ლირა დოლართან მიმართებით ყველა დროის მინიმუმზეა დასული - ერთი დოლარი 7 ლირა ღირს. მხოლოდ 2018 წელს ლირამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად რა ეფექტი აქვს ლირრას გაუფასურებას ლარის კურსზე

კომენტარები