ლარის გაუფასურება

კობახიძე ლარზე: გარემოებები საერთაშორისო დონეზე ქმნის უარყოფით ტენდენციებს

საქართველოს პარლამენტი

"არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, პარლამენტსა და მთავრობას შორის ლარის ბოლოდროინდელ ვარდნასთან დაკავშირებით აქტიური დიალოგი მიმდინარეობს და რომ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შემუშავებული აქვს "სათანადო გეგმა".

ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარის ღირებულებამ 2.60-ს მიაღწია. ეს ოფიციალური კურსი არაა, ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს დაახლოებით 17:00-ზე გამოაქვეყნებს. პარასკევს გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.53 ლარი ღირს. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ეს გაუფასურება უმეტესად თურქული ლირას რეკორდულ ვარდნას უკავშირდება. ამ დროისთვის თურქული ლირა დოლართან მიმართებით ყველა დროის მინიმუმზეა დასული - ერთი დოლარი 7 ლირა ღირს. მხოლოდ 2018 წელს ლირამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად რა ეფექტი აქვს ლირას გაუფასურებას ლარის კურსზე

კომენტარები