მე-18 მუხლი

აზერბაიჯანში პოლიტპატიმარი ილგარ მამადოვი გაათავისუფლეს

0 კომენტარი

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ილგარ მამადოვი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.

ილგარ მამადოვი მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის ლიდერია. ის 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამადოვი იმავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

მამადოვმა, მისი პატიმრობა სტრასბურგში გაასაჩივრა. 2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამადოვის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა. 

სასამრთლომ აზერბაიჯანის მთავრობას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა პოლიტიკოსი დღემდე პატიმრობაში იმყოფებოდა. 

2017 წლის 28 ნოემბერს ევროსასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზეც დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. 

მამადოვის გათავისუფლებას "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე Facebook-ზე გამოეხმაურა.

კახიზე წერს, რომ დღეის მდგომარეობით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს ჰყავს პატიმარი, რომლის საქმეზეც ევროკონვენციის მე-18 მუხლია დარღვეული და ისევ პატიმრობაში რჩება. 

კახიძემ მერაბიშვილს პოლიტპატიმარი უწოდა და მისი გათავისულება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები