კრიმინალი

ჯგუფური ყაჩაღობა ნაფეტვრების ტყეში - პოლიციამ ორი ძებნილი პირი დააკავა

flickr

სამართალდამცველებმა სოფელ ნაფეტვრების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ. და ბ.გ. მიმდინარე წლის 5 ივლისს, ღამით, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ გ.ს.-სა და მისი დაცვის თანამშრომელს - ნ.ბ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ გ.ს.-ს კუთვნილი თანხის დაუფლება ვერ შეძლეს".

პოლიცია დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების მიზნით, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები