ოჯახური კონფლიქტი

აშშ-ში კაცმა ცოლთან ჩხუბის შემდეგ, თვითმფრინავი გაიტაცა და საკუთარ სახლს შეეჯახა

აშშ-ში, იუტას შტატის პატარა ქალაქ პეისონში, ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფით დასრულდა. 

CBC-ის ინფორმაციით, ცოლთან ჩხუბის შემდეგ განაწყენებულმა და გაბრაზებულმა კაცმა პატარა, მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა.

შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად პილოტი ადგილზევე დაიღუპა. კაცის ოჯახის წევრები არ დაშავებულან. შემთხვევას კაცის ცოლიც გადაურჩა. 

კომენტარები