სეული

სეულში ქალი შიშველი კაცის ფარულად გადაღებისა და ინტერნეტში განთავსებისთვის დააკავეს

სამხრეთ კორეაში ახალგაზრდა ქალი შიშველი კაცის ფარულად გადაღებისა და ფოტოს ინტერნეტში განთავსებისთვის დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს

ქალმა მოდელ კაცს ფოტოები სეულის ხელოვნების კოლეჯში გადაუღო. 

25 წლის ქალს, რომელიც ასევე მოდელია, 10-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

მის დაპატიმრებას სეულში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ორმაგ სტანდარტადაც შეაფასა, რადგან ქვეყანაში კაცები ქალებს ფარული კამერებით ხშირად იღებენ და ვიდეომასალას პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებზეც ათავსებენ. 

სამხრეთ კორეაში ყოველწლიურად საშუალოდ ასეთი 6,000 შემთხვევა ფიქსირდება. მსხვერლების 80%-ი ქალია. ფარული კამერები დამონტაჟებულია გასახდელებში, საცურაო აუზებსა და ტუალეტებში. 

აგვისტოს დასაწყისში ქვეყანაში გენდერული ჩაგვრის და ქალების ინტიმური ადგილების ფარულად გადაღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

კომენტარები