ლარის გაუფასურება

დოლარის ოფიციალური კურსი 2.63 ლარი გახდა, ევროს 3 ლარი

ტაბულა

14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი მკვეთრად გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ვარდნამ 6.5 თეთრი შეადგინა, შედეგად ახალი კურსი 2.63-მდე ავიდა. ევროსთან გაუფასურება რეკორდული 8 თეთრი იყო, ახალი კურსით ერთი დოლარი 3 ლარი ღირს. ბოლო 5 დღის განმავლობაში ლარმა დოლართან მიმართებით 20 თეთრი დაკარგა. ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლოს 2017 წლის ზამთარში იყო. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა.   

კომენტარები