შსს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 შეკვრა ჰეროინი, ასევე სამართალდამცველებმა სახლის ჩხრეკისას დამატებით 3 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები