გაზმომარაგება

რუსთავის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება ორი დღით შეუწყდება

pennystockresearch

"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცნობით, 16 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 17 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში შემდეგ ქუჩებს - ბალანჩივაძეს, გასასვლელებს, 112ბ კვარტალს, ალუბლებს, XI მკრ რაიონის №2-3 საცხოვრებელ სახლებსა და XVI, XVII, XVIII, XIX, XX, XXI მკრ-რაიონებს გაზმომარაგება შეუწყდება.

"აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 აგვისტოს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

"სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები