აშშ

აშშ-ში პირველად, გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობას ტრანსგენდერი კანდიდატი მიიღებს

პირველად აშშ-ის ისტორიაში გუბერნატორების არჩევნებში მონაწილეობას ტრანსგენდერი კანდიდატი მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს.

კრისტინ ჰოლქუისტი ვერმონტის შტატში, „დემოკრატიული პარტიის“ სახელით იბრძვის. მან, ამ შტატის გუბერნატორის კანდიდატობამდე სამი მეტოქე დაამარცხა. მათ შორის 14 წლის ბიჭუნაც, რადგან აშშ-ის კონსტიტუციით გუბერნატორის კანდიდატურის ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრული არ არის. 

ჰოლქუისტის კანდიდატურა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეერთებული შტატების პოლიტიკის სხვადასხვა საფეხურზე ლესბოსელების, გეებისა და ტრანსგენდერების რაოდენობა გაიზარდა. 

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები  ნოემბერში ჩატარდება, სადაც კონგრესის წევრებს და გუბერნატორებს აირჩევენ. 

კომენტარები