ლარის კურსი

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რისკებზე დაფუძნებული მაკროეკეონომიკური ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზი შეიცავს როგორც საქართველოს ეკონომიკის მომდევნო განვითარების საბაზო, ასევე ალტერნატიულ სცენარებსაც, სადაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი და უარყოფითი რისკები მოქმედებენ. 

ეკონომიკის განვითარების საბაზო სცენარი:

საბაზო სცენარის მიხედვით, საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას განაგრძობს. ამასთანავე მზარდია ადგილობრივი მოთხოვნა, რაც თავისმხრივ ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დადებითი მოლოდინების განმტკიცებას. საბაზო სცენარის მიხედვით, რეალური მშპ-ის ზრდა 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო უმუშევრობა კი შემცირდება. ამასთანავე ინფლაცია სამიზნე 3%-თან ახლოს შენარჩუნდება. 

საბაზო სცენარის მიხედვით, აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების ზრდას განაგრძობს. 2018-2021 წლებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აშშ-ში 1.5%-ით გაიზრდება. საბაზო სცენარი მოიცავს პროგნოზსს რომ ევროპის ცენტრალური ბანკიც საკუთარ მონეტარულ პოლიტიკას 1.5%-ით გაამკაცრებს. 

საბაზო სცენარის მიხედვით, მიმდინარე დონეზე ნარჩუნდება ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. 

საბაზო სცენარი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ნელი ტემპებით, ეტაობრივ გამოსვლასაც მოიცავს. 

ოპტიმისტური სცენარი:

ოპტიმისტური სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან გამომდინარე მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზრდება. იზრდება FDI, ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები. უმჯობესდება ბიზნესის და მომხმარებელთა განწყობა ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, აშშ-ისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება საბაზო სცენარის ანალოგიურია. თუმცა ამის მიუხედავად ლარის ეფექტური და ნომუნალური გაცვლითი კურსები გამყარდება. ოპტიმისტური სცენარი 2019 წელს ლარის 3%-იან, ხოლო 2020 და 2021 წლებში დამატებით 2%-2%-იან გამყარებას ითვალისწინებს. 

ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკა საბაზო სცენართან შედარებით უფრო დიდხანს ნარჩუნდება გამკაცრებულ დონეზე.

პესიმისტური სცენარი:

პესიმისტური სცენარის მიხედვით, მთავარ რისკად მოხსენიებულია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების მოსალოდნელზე სწრაფი გაზრდა, რამაც 2021 წლისთვის 5%-ს უნდა მიაღწიოს. პესიმისტური სცენარის მიხედვით, ასევე მოსალოდნელზე სწრაფად იცვლება ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთის დონეც, და 2021 წლისთვის ჯამში 3%-ით იზრდება. 

პესიმისტური სცენარის მიხედვით, გლობალურ ბაზრებზე გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე შეიცვლება ინვესტორთა დამოკიდებულება განვითარებადი ქვეყნებისადმი. რისკ-პრემიის ზრდას საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კაპიტალის ნაკადების შემცირება მოჰყვება, რაც მათი ეროვნული ვალუტების კურსებზე აისახება. 

პესიმისტური სცენარის მიხედვით, აშშ დოლარი და ნაწილობრივ ევრო მყარდება მათი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. შედეგად ლარის გაცვლით კურსზე საგარეო ფაქტორების გავლენა უარყოფითია. პესმისტურ სცენარში ლარი აშშ დოლართან მიმართებით, 2018 წელს საშუალოდ 10%-ით, 2019 წელს დამატებით 15%-ით, ხოლო 2020 წელს დამატებით 10%-ით გაუფასურდება. 

ინფლაციური მოლოდინების შესარბილებლად ეროვნული ბანკი საბაზო სცენართან მიმართებით ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 

კომენტარები