ტერაქტი ავღანეთში

ქაბულში ტერაქტის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა - აბიტურიენტია

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად, 48 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 67 - დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა განათლების ცენტრში აამოქმედა, სადაც აბიტურიენტები სწავლობდნენ. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ თინეიჯერები არიან, რომლებიც საუნივერსიტეტი გამოცდების ჩასაბარებლად მეცადინეობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, თალიბანი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები