საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აჭარის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები შეიცვალნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელიც ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი უწყებაში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს - 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, ამ პოსტზე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ის უწყებაში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

კომენტარები