ლიბია

ლიბიაში სასამართლომ 45 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

GETTY IMAGES

2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მასობრივი დახოცვისთვის ლიბიის სასამართლომ 45 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ამ საქმესთან კავშირის გამო, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 54 ადამიანს. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, 22 პირი უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

კადაფის რეჟიმის გადავარდნის შემდეგ აღნიშნული სასამართლო განაჩენი ადამიანების სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 2011 წელს დაიწყო და ამავე წელს კადაფის სიკვდილით დასრულდა.

კომენტარები