მალტა

მალტამ გემი Aquarius, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში 141 მიგრანტი გადაარჩინა, მიიღო

Reuters

მალტამ საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Mediterranee-ს გემი Aquarius-ი, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები გადაარჩინა, 5 დღიანი დაყოვნების შემდეგ მიიღო.

გემზე 141 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის 70 ბავშვი. მათი უმეტესობა ერითრეადან და სომალიდან არიან.

მალტამ გემის მიღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა, პორტუგალიამ და ესპანეთმა მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს. ქვეყნები ასევე მიიღებენ მალტის შეიარაღებული ძალების მიერ გადარჩენილი მიგრანტების ჯგუფის ნაწილსაც. მალტის ძალების მიერ გადარჩენილი 114 მიგრანტი ქვეყანაში 13 აგვისტოს მიიღეს.

თავდაპირველად მალტა აცხადებდა, რომ მიგრანტები ლიბიაში უნდა დაებრუნებინათ, ან ტუნისში ან იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე გაეგზავნათ, რადგან ეს უფრო ახლოს იყო იმ ტერიტორიასთან, სადაც მიგრანტები გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, რომ გემი Aquarius-ის მიღებაზე მალტამ უარი მიმდინარე წლის ივნისშიც განაცხადა. მაშინ გემმა ხმელთაშუა ზღვაში 630 მიგრნტი გადაარჩინა. იტალიამ და მალტამ მას პორტები დაუხურეს. საბოლოოდ გემი ესპანეთმა მიიღო.

კომენტარები