უბედური შემთხვევა

თბილისში 9 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

flickr

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 9 წლის გოგო დენის დარტმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ფანჯრის გისოსებს შეეხო, რომელზეც დენი გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები