თვითმკვლელობა

ოზურგეთში მე-11 კლასელმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო

flickr

15 აგვისტოს, ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მე-11 კლასელი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ადგილზე ამოღებული წერილიდან ირკვევა, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პირადი ურთიერთობაა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები