ექსპრეზიდენტი

მსოფლიოში "ყველაზე ღარიბმა" ურუგვაის ექსპრეზიდენტმა, პენსიაზე უარი თქვა

bbc

ურუგვაის ყოფილ პრეზიდენტმა, ხოსე მუხიკამ პენსიის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC წერს

მუხიკამ პრეზიდენტის თანამდებობა 2015 წელს დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დაიღალა და მიუხედავად იმისა, რომ სენატორობის ვადა 2020 წლამდე ჰქონდა, 2015 წლის 14 სექტემბერს სენატორობაზეც უარი თქვა და კუთვნილ პენსიაზეც. 

მუხიკა ამბობს, რომ ის პენსიას არ იმსახურებს.

2005-დან 2008 წლამ­დე მუ­ხი­კა ურუგ­ვა­ის სა­სა­ქონ­ლე მე­ურ­ნე­ო­ბის, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი­სა და მე­თევ­ზე­ო­ბის მი­ნის­ტრი იყო, შემ­დეგ სე­ნა­ტო­რი გახდა.

ხოსე მუხიკამ 2009 წლის 29 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 2010-2015 წლებში ურუგვაის პრეზიდენტი იყო.

2010 წელს პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა 1987 წელს გა­მოშ­ვე­ბულ 1800 დო­ლა­რად შეფასებულ „ფოლკს­ვა­ვენ“ გოლფი იყო.​ მუ­ხი­კამ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რიც შე­ი­ტა­ნა: რამდენიმე ჰექტარი მიწა და სახ­ლი

მუხიკა „მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტის" სახელით არის ცნობილი. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს,  ყოველთვიურად საქველმოქმედო ოგანიზაციებში რიცხავდა და მხოლოდ მინიმალურ თანხას იტოვებდა ყოველდღიური საჭიროებისათვის.

ხოსე მუხიკა დღემდე ცოლის პატარა ფერმაში ცხოვრობს და მიწას ტავად ამუშავებს.

მან უარი თქვა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ცხოვრობდა მეუღლის კუთვნილ პატარა ფერმაში. ის დღემდე ფერმაში ცხოვრობს და მიწას თავად ამუშავებს. 

კომენტარები