კორეა

კორეელ ქალს ექიმებმა, ფილტვიდან 40 წლის წინ გადაყლაპული კალმის თავი ამოუღეს

კორეელ ქალს ექიმებმა ფილტვიდან კალმის თავი ამოუღეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

49 წლის ქალმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც მუცელში ტკივილი იგრძნო. რენტგენზე გაშუქებისას პაციენტის მარჯვენა ფილტვში უცნობი საგანი აღმოუჩინეს. ექიმებმა მას ოპერაციის შემდეგ ფილტვიდან კალმის თავი ამოიღეს. 

ოპერაცია წარმატებით დასრულდა.  მოგვიანებით, ქალმა გაიხსენა, რომ კალმის თავი 9 წლის ასაკში შემთხვევით გადაეყლაპა. მაშინ ექიმებმა ორგანოების დათვალიერებისას ვერაფერი იპოვეს და დაასკვნეს, რომ გადაყლაპული ნივთი გარეთ ბუნებრივი გზით გამოვიდა.

კალმის თავი კი ფილტვში მოხვდა, რაც წლების განმავლობაში ხველის მიზეზიც გახდა. 

კომენტარები