ყაზტრანსგაზ თბილისი

თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის საფასური გაიზრდება

ტაბულა

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს. 

„იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირებას ახდენს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს“, - წერია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

კომენტარები