ე.წ ისლამური სახელმწიფო

ერაყის ხელისუფლებამ სირიის საზღვართან ISIS-ის პოზიციები დაბომბა

სირიის საზღვართან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ერაყის ხელისუფლებამ ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ტერორისტების დიდი ნაწილის ლიკვიდირება მოახერხეს. 

ერაყის სამხედრო საჰაერო ძალების სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების შეკრების ადგილი იყო, სადაც ტერორისტები სხვადასხვა თავდასხმას გეგმავდნენ.

ცნობილი, რომ ISIS-ს ერაყის ტეროტორიის 1/3 ჰქონდა დაკავებული. ანტიტერორისტული ოპერაციის მიუხედავად საზღვრისპირა რაიონებში ექსტრემისტების მცირე ნაწილი მაინც არის გამაგრებული. 

კომენტარები