ზაზა ბეჟაშვილი

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სახლის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები