პენტაგონი

პენტაგონი: ჩინეთის სამხედრო წვრთნები შესაძლოა აშშ-ზე დარტყმებისთვის მზადება იყოს

unian.info

პენტაგონის ანგარიშის მიხედვით ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო წვრთნების ფარგლებში დაბომბვის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა, რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ჩინეთი აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დარტყმების წვრთნებს ატარებს.

"ჩინეთის გამათავისუფლებელმა არმიამ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე გაზარდა დაბომბვის ოპერაციების მასშტაბები და გამოცდილება მოიპოვა კრიტიკულ საზღვაო რეგიონებში, რაც, შესაძლოა, აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში სამიზნეების დაბომბვისათვის წვრთნას ემსახურებოდეს."

ამავე ანგარიშის მიხედვით გაიზარდა ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაზე მუშაობაც.

"ჩინეთის გამათავისუფლებელი არმია აძლიერებს მის სამხედრო კოსმოსურ შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ისინი ეწინააღმდეგებიან კოსმოსის მილიტარიზებას." ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარდა გაუმჯობესებული სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრაციისა, არ არის ნათელი, თუ რა მესიჯის გაგზავნა სურს ამ ქმედებით ოფიციალურ პეკინს.

პენტაგონის გათვლებით 2017 წელს ჩინეთის მიერ თავდაცვაზე გაწეულმა ხარჯებმა 190 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2028 წლამდე მათი თავდაცვის ბიუჯეტი 240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა სამხედრო ტექნიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო კუნძულზებზე განათავსა.

მიმდინარე წლის დასაწყისში პენტაგონმა ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი საფრთხე ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მთავარ სამიზნედ გამოაცხადა.

მაისში პენტაგონმა უკან წაიღო ჩინეთისათვის გაგზავნილი მიპატიჟება საერთო საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.

გასულ კვირას კი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პენტაგონში გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების პირობებში აუცილებელი უზრუნველყონ კოსმოსში ამერიკის დომინირება და ამისათვის საჭიროა აშშ-ის კოსმოსური ძალების დანაყოფის შექმნა.

 

 

კომენტარები