აშშ-თურქეთი

მნუჩინი: თუ თურქეთი ბრანსონს არ გაათავისუფლებს, დამატებით სანქციებს დავუწესებთ

სტივენ მნუჩინი
Getty Images

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს, ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

"ჩვენ მეტი გვაქვს გეგმაში, თუ ისინი მას სწრაფად არ გაათავისუფლებენ." თქვა მნუჩინმა ტრამპთან შეხვედრისას.

"მათ თავი ვერ წარმოაჩინეს როგორც კარგმა მეგობრებმა. მათ შესანიშნავი პასტორი და უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ დაკავებული." აღნიშნა დონლად ტრამპმა თურქეთზე საუბრისას.

შეხვედრამდე კი მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"თურქეთი ამერიკას იყენებდა წლების მანძილზე. ახლა მათ დაკავებული ჰყავთ შესანიშნავი ქრისტიანი პასტორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, როგორც დიდი პატრიოტი და მძევალი. ჩვენ არაფერის გადახდას არ ვაპირებთ უდანაშაულო ადამიანის გასათავისუფლებლად, თუმცა თურქეთს პასუხს მოვთხოვთ!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბრანსონის დაკავებასთან კავშირის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები