ინდოეთი

ინდოეთში მუსონის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ 86 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

EPA

ინდოეთში, კერალას შტატში მუსონის მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვმა 86-ს მიაღწია. დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი ადამიანი.

მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები დატბორილი ტერიტორიიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია არმიაც. დახურულია რეგიონის მთავარი აეროპორტი.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით 80 წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწია, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.

თავშესაფრის გარეშე დარჩა 60,000-ზე მეტი ადამიანი.

რეგიონში მუსონები ყოველწლიური მოვლენაა, თუმცა ამჯერად მისგან გამოწვეული ზარალი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ყველაზე დიდია.

კომენტარები