რუსეთი-საქართველო

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა

passport-service-guide.com

საქართველოს მოქალაქეებისვის რუსეთის ვიზების მიღება მარტივდება - დღეს თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.

რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ბესიკის ქუჩაზე, N4-ში მდებარეობს. დოკუმენტების მიღება ვებგვერდზე წინასწარი ჩაწერითაა შესაძლებელი.

ცენტრი რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ვიზის გასაცემად დოკუმენტაციას და მზა ვიზებით პასპორტებსაც გასცემს.

დოკუმენტების შეტანისას გადასახადის ტარიფები, რომელიც 30 აშშ დოლარს შეადგენს, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად არის დადგენილი.

პირველი არხის ცნობით, რუსეთის სავიზო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსეი ჩესნაკოვის თქმით, ვიზის მსურველებისთვის შექმნილია მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები - "ეს ცენტრი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს ვიზის აღება".

ცენტრი მიღებულ დოკუმენტებს გადააგზავნის შვეიცარიაში, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც განიხილება აპლიკატის დოკუმენტაცია და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა ვიზა.

კომენტარები