მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ახალ გუბერნატორებს ორშაბათს, 20 აგვისტოს წარადგენს. მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

ამის შესახებ მმუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

პრემიერმა ბახტაძემ 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. მისი თქმით, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. თანამდებობა დატოვეს შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა.

კომენტარები