საჯარო ფინანსები

საქართველოს მთავრობამ 2 მლნ ლარით დააფინანსა Gautamiputra Satakarni-ს და სხვა ფილმების გადაღება

0 კომენტარი

შესაძლოა 2017 წელს გამოსული ინდური ბლოკბასტერი Gautamiputra Satakarni არ გქონდეთ ნანახი. არც ის იცოდეთ, რომ მსხვილბიუჯეტიანი ფილმი მეფე გაუტამიპუტრას ეხება, რომელიც ქრისტესშობიდან მეორე საუკუნეში სამხრეთ ინდური სამეფო დინასტიის ერთერთი წარმომადგენელი იყო. გაუტამიპუტრას შესახებ ფილმს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, ის საქართველოს მთავრობამ სუბსიდიის სახით 124,683 ლარით და 64 თეთრით დააფინანსა. 

საქართველო სახელმწიფო პროგრამა "გადაიღე საქართველოში"-ს მეშვეობით, უცხოურ კინოგადაღებებს სპეციალურ შეღავათებს სთავაზობს. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ფილმების, სერიალებისა და რეკლამების საქართველოში გადაღებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი იზრდება, ამასთანავე იქმნება ახალი სამუშაო ადგილებიც. 

პარტია ევროპულმა საქართველომ ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა თუ რა თანხა დაუჯდათ გადასახადის გადამხდელებს უცხოური ფილმების დაფინანსება. სამინისტროს პასუხის მიხედვით, პროგრამაში სულ 15 პროექტია რეგისტრირებული, ექვსმა ჯამში 2 მილიონი ლარის დაფინანსება უკვე მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული, და ერთიც კი ქართულ-ჩინური.

დაფინანსების სისტემა ასეთია - სტუდია საქართველოში დახარჯული მთლიანი თანხის 20-25%-ს უკან იბრუნებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კინოგადაღებებზე საერთო ჯამში 26.9 მილიონი ლარი დაიხარჯება, რის შედეგადაც 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. სახელმწიფო ქვეყანაში დახარჯული თანხის ნაწილს სტუდიებს სუბსიდიის სახით უკან დაუბრუნებს.

საქართველოში გადაღებული და გადასაღები პროექტები:

Gautamiputra Satakarni - საქართველოში დაიხარჯა 794 ათასი ლარი, სუბსიდიის სახით გაცემულია 124 ათასი ლარი

Sonu Ke Titu Ki Sweety - საქართველოში დაიხარჯა 806 ათასი ლარი, სუბსიდიის სახით გაცემულია 136 ათასი ლარი

ინდური სერიალი INSIDE EDGE - საქართველოში დაიხარჯება 2.4 მილიონი ლარი, სუბსიდია ჯერ გაცემული არაა

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქოს საპროტესტო პარაკლისის ფოტოები

კომენტარები