კოფი ანანი

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

cnn

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი სახელობის ფოდის განცხადებით, ის შაბათს „მშვიდად, მოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“.

კოფი ანანი გაეროს პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი იყო. ამ პოსტს ის ორი ვადით, 1997-დან 2006 წლამდე, იკავებდა. 2001 წელს კოფო ანანი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ნობელის კომიტეტმა ის ადამიანის უფლებების პრიორიტეტად ქცევისთვის, ასევე აფრიკაში შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვა.

კოფი ანანი შვეიცარიის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ჟენევას მახლობლად ცხოვრობდა.

კომენტარები