საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება: გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაურია ბოლოს გვინეის ყურეში დაფიქსირდა

საგარეო საქმეთა სამინსტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკარგვაზე კომენტარს აკეთებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გემთან, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა და ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივი სამუშაოები ვითარების გასარკვევად: 

"პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები