შვეიცარია

მუსლიმ წყვილს ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის გამო შვეიცარიის მოქალაქეობა არ მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

შვეიცარიის ქალაქმა ლოზანამ მუსლიმ ქალსა და მამაკაცს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა. მიზეზად მათ მიერ განსხვავებული სქესის წარმომადგენელთათვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა დასახელდა.

მუნიციპალიტეტის განმარტებით მათ მიერ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გენდერული თანასწორობის იდეას პატივს არ სცემენ.

წყვილს კომისია რამდენიმე თვის მანძილზე ამოწმებდა, რათა დაედგინათ აკმაყოფილებდნენ თუ არა ისინი მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელ კრიტერიუმებს. ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის გარდა კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყვილს უჭირდათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, როდესაც განსხვავებული სქესის წარმომადგენელს ესაუბრებოდნენ.

ზოგიერთი მუსლიმი მიიჩნევს, რომ განსხვავებული სქესის წარმომადგენელთან ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია, თუ ის ოჯახის წევრი არ არის.

ქალაქის ვიცე მერის თქმით "შვეიცარიის კონსტიტუციით გარანტირებული გენდერული თანასწორობა ფანატიზმზე მაღლა დგას" და ის კმაყოფილია მიღებული გადაწყვეტილებით.

წყვილს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 30 დღე აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები